საქართველო, თბილისი, 0162, კუს ტბის გზა, ტელეფონი: (995 32) 23 59 83; (995 93) 32 00 22    

ჩვენს შესახებ



 ცენტრის მიზანია, წარმოაჩინოს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური ქართული ხელოვნება და მომავალი თაობა მსოფლიო კულტურის ღირებულებებს აზიაროს.
  ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, კინოს, თეატრალურ და სამუსიკო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმის ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
  ცენტრი თავის მიზნებს ახორციელებს სერიული გამოცემების, გამოფენათა კატალოგების, ვიდეო და ფოტო მასალის შექმნით; სამეცნიერო კონფერენციების, გამოფენების, სიმპოზიუმების, სემინარების და სხვადასხვა დისკუსიების ჩატარების საშუალებით; ქმნის ქართული კულტურის ამსახველ სხვადასხვა საინფორმაციო მონაცემთა ბაზებს; აკავშირებს ერთმანეთთან კულტურის მოღვაწეებს და ხელოვანებს. 
  ცენტრი ხელს უწყობს კულტურათა დიალოგის წარმართვას და კავკასიის რეგიონში კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას. იგი თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, კავშირებთან და კერძო პირებთან. 




Starwood Preferred Guest Sheraton Four Points by Sheraton W Hotels Aloft The Luxury Collection Le Méridien element Westin St. Regis Starwood Hotels & Resorts